ბეირუთში საწვავის ავზის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

ბეირუთში საწვავის ავზის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ერთ-ერთ საწყობში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. „ალ ჯაზირას“ წერს, რომ ოთხი გარდაცვლილის გარდა, დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება საწყობში ცეცხლმა გამოიწვია.