ააიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება - განცხადებას ავრცელებს
Gori Daily
ააიპ "ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება" განცხადებას ავრცელებს, საბავშვო ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის დროსთან დაკავშირებით.
"აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწყება 25 მაისს და გაგრძელება 30 ივნისის ჩათვლით, რეგისტრაცია ხდება საბავშვო ბაღებში ! აღსაზრდელთა სტრუქტურულ ერთეულებში ჩარიცხვისათვის
წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
აღსაზრდელთა სტრუქტურულ ერთეულებში ჩარიცხვისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)მშობლის(კანონიერი წარმომადგენლის)განცხადება სტრუქტურულ ერთეულებში მიღების თაობაზე;
ბ)ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ)ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა ;
დ)ორი ფოტო მსურათი(3/4);
ე)სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა(თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);
ვ)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შემთხვევაში ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია სტრუქტურულ ერთეულებში მიღების თაობაზე.
სტრუქტურულ ერთეულებში აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი მიენიჭება:
ა)ოჯახებს,რომლების ცხოვრობენ სტრუქტურული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ბ)სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების შვილებს;
გ)დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
დ)ერთი ოჯახის დედმამიშვილებს;
ე)ოჯახებს,რომლებიც არ ცხოვრობენ,მაგრამ მუშაობენ სტრუქტურული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე.",- ვკითხულობთ განცხადებაში.
#ხაშური
#შიდაქართლი
#goridaily