დღეს გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 1 იმერეთში დაფიქსირდა

Kutaisi Daily

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევიდან 2 აჭარაში დაფიქსირდა, ერთი თერჯოლაში და ერთი - თბილისში. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები ასაკოვანი იყვნენ და კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. „4 გარდაცვლილია, მათ შორის 2 არის აჭარაში - 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალი, თანმხლები დაავადებებით. მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალი, რომელიც თერჯოლაში გარდაიცვალა. ასევე თბილისში გარდაიცვალა 83 წლის კაცი .“,-განაცხადა ენდელაძემ. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, მათ ცენტრში ამჟამად 22 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ჩვენი ცენტრის მონაცემებით, ამჟამად გახლავთ 22 პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა მძიმეა და ერთის კრიტიკული, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და პროგნოზი კეთილსაიმედოა“,-განაცხადა ენდელაძემ. ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი_ #kutasidaily