ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც თურქეთიდან შემოვიდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსიდაუდასტურდა მძღოლს, რომელიც რეგიონში თურქეთიდანშემოვიდა. მამაკაცი ცხელების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც covid-19 დაუდგინდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, მას სხვა პირებთან შემხებლობა არ ჰქონია. ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 16 პაციენტიდანორი გამოჯანმრთელდა. ისინი კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ.ტრაილერის მძღოლები საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-19-ის - 1160 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 935გამოჯანმრთელებულია. გუშინ კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.