ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმში შემსვლელებსადა გამომსვლელებს თერმოსკრინინგიჩაუტარდებათ. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერაციული შტაბი იმუშავებს. 'დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასობრივი თერმოსკრინინგიგანხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში, ასევე თერმოსკრინინგიიქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებზე, მოეწყობა სპეცილაური პუნქტები, რაზეც სპეციალური ოპერაციული შტაბი იმუშავებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ისინი დაექვემდებარებიან ტესტირებას'- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.