საგანგებო სიტუაციის მოხსნა ბევრ ადამიანს დატოვებს უსახსროდ - ჭიჭინაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143940 საგანგებო სიტუაციის მოხსნა ბევრ ადამიანს დატოვებს უსახსროდ - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეებისთვის გარკვეული ბერკეტი იყო საბანკო სექტორთან ურთიერთობაში და ახლა როდესაც ის აღარ იქნება მოქალაქეები ქართული ოცნების მოწყალების იმედზე რჩებიან. „როდესაც ეკონომიკურ დახმარებებს იძახიან რომ დავეხმარებითო და დღემდე არავის არ დახმარებიან და არ ვიცით რა პირობებით იქნება დახმარებები გაწეული, ასეთივე ალბათ მოხსნა იქნება. უბრალოდ საგანგებო სიტუაციის მოხნა ბევრ ადამიანს დატოვებს უსახსროდ. იმიტომ, რომ ეს დღეს კიდევ საშუალებას იძლეოდა ფორსმაჟორის მეშვეობით ბანკების წინაშე თავი დაცულად ეგრძნოთ, მაგრამ როდესაც მოიხსნება საგანგებო სიტუაცია, ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" მოწყალების ხარჯზე რჩებიან“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.