​უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნა საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა უცხოეთში საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი. როგორც სამინისტრო იტყობინება, ელექტრონული რეესტრის მეშვეობით უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას. უცხოეთის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace როგორც საგარეო უწყება აცხადებს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე „არჩევნები 2020“: https://mfa.gov.ge/elections.aspx საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. https://www.radiotavisupleba.ge/a/30903483.html #ახალი_ამბები #twitter