თიკა ფაცაციას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა

Tbilisi Daily

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია კორონავირუსის ტესტის საბოლოო პასუხს ელოდება, ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა. „სიცხე მქონდა და ამიტომ გავიკეთე ტესტი კორონავირუსზე, პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა“ – ამბობს ტელეწამყვანი. დავინტერესდით რა ბედი ეწევა გადაცემა „სხვა შუადღეს“, რომლის წამყვანიც თიკა ფაცაციაა და “რუსთავი 2″-ის ეთერში გადის. ამიტომ გადაცემის პროდუსერს დავუკავშირდით. – თიკა ეთერში ბოლოს გუშინ იყო. ახლა სიცხე აქვს და კორონავირუსის ტესტის პასუხს ელოდება. ჩვენთან უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია, როგორც წამყვანებში, ასევე გადაცემის სტუმრების შემთხვევაშიც, ამიტომ არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას გადაცემის ეთერში გასვლა. ხვალ ჩვეულებრივად გავალთ ეთერში, მითუმეტეს ჯერ თიკას ტესტის პასუხი არ ყოფილა” – განაცხადა გადაცემის პროდუსერმა.