მესამე დღეა მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
Tbilisi Daily
უკვე მესამე დღეა მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 31 წლის ვეფხია ხაჩიძის ძებნა დილიდან განახლდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან სამაშველო ჯგუფები, მყვინთავები და სპეცტექნიკა.
მამაკაცი ბოლოს 18 აგვისტოს ნახეს. დაკარგულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას პრობლემები არ ჰქონია და სახლიდან გასვლისას ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ხაჩიძის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იკარგება, ამიტომ მისი ძებნა სწორედ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.