ირაკლი კობახიძე: მთავრობის სხდომა ტარდება, ე.ი. წააგეს [აქტივისტებმა]

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის, რომელ საათზე უნდა გამართულიყო მთავრობის სხდომა დღეს. ამ საკითხზე მას კითხვა ბრიფინგზე ჟურნალისტებმა დაუსვებს. "არ ვიცი, საერთოდ იყო თუ არა დაგეგმილი, როდის უნდა ჩატარებულიყო - ამაზე მთავრობა გააკეთებს განმარტებს, თუ მათთან დასვამთ კითხვას... და რა, ტარდება 14:00 საათზე... რადგან მთავრობის სხდომა ტარდება ე.ი. წააგეს [აქტივისტებმა]", - თქვა ირაკლი კობახიძემ. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, დღევანდელ მთავრომა იმ გამონაკლისებს შორის იქნება, რომლის დაწყების წინაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს სიტყვით არ მიმართავს. აქცია "შინ ევროპისკენ", რომელის მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომაა, 3 ივლისს, საღამოს, პარლამენტის წინ დაიწყო და მისგან რამდენიმე ასეულ მეტრში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს, 4 ივლისს, დასრულდა. შეკრების დამთავრების შესახებ რამდენიმე ათასიდან ადგილზე დარჩენილ რამდენიმე ადამიანს უთხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა. "მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ღარიბაშვილს, სამაგიეროდ მათ ნაცვლად ვხედავთ ბევრ პოლიციელს - ვიყავით 100-ნი, იყო 500 პოლიციელი. ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა... დავიშალოთ, დღეს ვერ შედგა მთავრობის სხდომა", - თქვა მან. ეს იყო მესამე აქცია, რომელიც გამართა სახალხო მოძრაობამ, "შინ ევროპისკენ". აქციამ ათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31928153.html

Source: radiotavisupleba.ge