ჩინეთში ღამის კლუბების გახსნა დაიწყო

Headline

ჩინეთში ღამის კლუბების ეტაპობრივად გახსნა დაიწყო. ახალი წესების მიხედვით, კლუბში შესვლამდე ადამიანები ვალდებილნი არიან სიცხე გაიზომონ. ასევე აღირიცხება ყველა ის ადამიანის რომელიც კლუბში მივა. კლუბის თანამშრომლები ვალდებულები არიან, ნიღბები და ხელთათმანები ატარონ, კარის სახელურებისა და სხვა ზედაპირების დეზინფექცია კი საათში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს. ახალი რეგულაციის მიხედვით, კლუბში მისული ადამიანები არ არიან ვალდებულნი, ნიღბები ატარონ, კლუბში უფასო იქნება ხელის სადეზინფექციო საშუალებები, სასმელი კი ერთჯერად ჭიქებში გაიყიდება. წყარო - Al Jazeera #ჩინეთი #კორონავირუსი #კოვიდ19 #ჰედლაინი