UNICEF-ი მომავალ წელს COVID-19-ის 2 მილიარდ ვაქცინას მიაწვდის ათობით განვითარებულ ქვეყანას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გაეროს ბავშვთა სააგენტომ 23 ნოემბერს განაცხადა, რომ „გრანდიოზული ოპერაციის“ ფარგლებში UNICEF-ი მომავალ წელს COVID-19-ის 2 მილიარდ ვაქცინას და 1 მილიარდ შპრიცს მიაწვდის 92 განვითარებად ქვეყანას.
UNICEF-ი, როგორც ვაქცინების უმსხვილესი შემსყიდველი, ეპიდემიების წინააღმდეგ საბრძოლველად ყოველწლიურად 2 მილიარდ დოზა სხვადასხვა ვაქცინას ყიდულობს, ასამდე ქვეყანაში გეგმიური იმუნიზაციის ჩატარებისთვის.
ამ რაოდენობის COVID-19-ის ვაქცინის მიწოდებისთვის საჭირო ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად UNICEF-ი თანამშრომლობს ასობით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების გლობალურ კომპანიასთან.
„ასეთ უპრეცედენტო თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ისტორიული და გრანდიოზული ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი სატრანსპორტო პოტენციალის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა UNICEF-ის მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელმა, ეტლევა კადილიმ.
მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებმა 22 ნოემბერს პირობა დადეს, რომ "ძალისხმევას არ დაიშურებენ" COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი გავრცელებისთვის და მათი "ყველა ხალხისთვის" ხელმისაწვდომობისთვის. დიდი ოცეულის (G20) წევრი ქვეყნები ასევე აცხადებენ, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სუსტ პოზიციებზე მყოფ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკებსაც პანდემიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30964312.html
#ახალი_ამბები
#twitter