ქვეყანაში 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირია

Tbilisi Daily

ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. 15 ოქტომბრის მდგომარეობით, არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა ცესკოს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს გადასცეს. ახალი მონაცემებით, ქვეყანაში 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირია. მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა დადგინდება.