საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1216-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 7 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 996. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. 8 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7166 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 282. https://www.radiotavisupleba.ge/a/30772721.html #ახალი_ამბები #twitter