საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 22900 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 461 შემთხვევა. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 2.01%;
ბოლო 7 დღის - 1.4%;
ბოლო 14 დღის - 1.78%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 163-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 271 379 შემთხვევა. მათგან 265 686 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3532 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31128891.html
#ახალი_ამბები
#twitter