საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული მე-18 პაციენტი გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში მე-18 ადამიანი, 87 წლის ქალი გარდაიცვალა COVID-19-ის ინფექციისგან. ინფორმაცია სამთავრობო ვებსაიტზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ქალი ქვემო ქართლის მკვიდრი იყო. ის 29 ივლისიდან მკურნალობდა მცხეთის კლინიკაში, სადაც რუსთავის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს დადასტურებული კოვიდ ინფექციით.
მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ლიკა მუმლაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პაციენტს აღენიშნებიდა მრავლობითი დაავადებები - გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1 421 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1 137 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 7 005, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41-ს შეადგენს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30800145.html
#ახალი_ამბები
#twitter