მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, ორი ვიცე-პრემიერიდაასახელა. ეკონომიკური მიმართულებით მაია ცქიტიშვილი, საგარეო მიმართულებით კი დავით ზალკანიანი იქნებიან. 'საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით მაია ცქიტიშვილი და საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე პრემიერი,საგარეო მიმართულებით იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი.' - განაცხადა გიორგი გახარიამ. მაია ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა საქართველოს მთავრობაში მანამდეც ეკავა, ხოლო ზალკალიანმა ამ პოზიციაზე თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც მე-10 მოწვევისპარლამენტის წევრია.