7 ივლისის გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

Batumi Daily

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ივლისის ეროვნულ გამოცდაზეა გასული. მასთან ერთად გამოცდაზე მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ, რის შემდეგ ისინი, დიდი ალბათობით, საკარანტინე სივრცეში განთავსდებიან და ყველა გამოცდის წინ ტესტი ჩაუტარდებათ. "ერთი შემთხვევა არის კონტაქტი გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან. გუშინ ღამე დადასტურებული შემთხვევა გახდა ჩემი აქ მოსვლის მიზეზი. მასთან კონტაქტია გოგონა, რომელსაც დაუდასტურდა ინფექცია და ის არის 7 ივლისს გამოცდაზე გასული” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. #აბიტურიენტი #კორონავირუსი #პანდემია #ამირანგამყრელიძე #batumidaily _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com