სერგეენკო, კახიშვილი, კობიაშვილი, სუბარი, ოდიშარია - "ქართული ოცნების" კანდიდატები თბილისში
Pirveliradio Ge
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა. „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე საარჩევნო ოლქში ეყოლება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.
თბილისის მასშტაბით დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
საბურთალოს საარჩევნო ოლქი – დავით სერგეენკო
ვაკის საარჩევნო ოლქი – ნოდარ ტურძელაძე
გლდანის საარჩევნო ოლქი – ლევან კობიაშვილი
სამგორის საარჩევნო ოლქი – სოზარ სუბარი
ისნის საარჩევნო ოლქი – კახი კახიშვილი
მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი – ბექა ოდიშარია
ნაძალადევის საარჩევნო ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი
დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი – გია ვოლსკი
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=147407
#პოლიტიკა