Covid-19-მა რა ზარალი მიაყენა ტანსაცმლის მაღაზიებს?
Marneuli Daily
საქართველოში კარანტინის გაუქმების შემდეგ, პირველ ივნისს, მარნეულში გაიხსნა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები.
Covid-19-მა დიდი ზიანი მიაყენა ტანსაცმლის ბიზნესით დაკავებულ პირებს.
„მეპატრონეს ეცოდინება რამდენი ზარალი მიიღეს. ორი თვე სახლში ვიჯექით. სახელმწიფოს, არჩევნების დროს კარდაკარ რომ დადიან ის ადამიანები აღარ ახსოვთ. არაფერიც რომ არ მოეცათ, ჩვენი მდგომარეობით მაინც უნდა დაინტერესებულიყვნენ. მაღაზიის მეპატრონემ რაც ზამთრის ტანსაცმელები დარჩა, ფული გადაიხადა, ყუთებში ჩაალაგა და სახლში წაიღო. ზამთარში ტანსაცმელზე 50%-იანი ფასდაკლება დავაწესეთ, კარგად ვვაჭრობდით და მოვიდნენ და დახურეს მაღაზია. ის ტანსაცმელები კი მომავალი წლისთვის დარჩა. მეპატრონე თავისი ჯიბიდან იხდის ჯარიმებს. ახლა დოლარიც გაძვირდა, ყველაფერს დოლარში იხდის. მომავალი წლისთვის ეს ტანსაცმელებიც მოდიდან გადავა და ყველაფერს ნაკლებ ფასში გავყიდით. საქონელი თურქეთიდან, ჩინეთიდან და თითქმის ყველა ადგილიდან ჩამოგვწონდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ“ - ამბობს მარნეულში, ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველი ქალი
მარნეულის კიდევ ერთი ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველი წუხს, რომ ზამთრის კოლექცია საერთოდ ვერ გაყიდეს.
„მე გამყიდველი ვარ. ზამთრის ტანსაცმელებს ვყიდით. მეპატრონემ იცის რას გააკეთებს. მაღაზია 21 მარტიდან დახურული იყო 1 ივნისს გაიხსნა. სეზონური ტანსაცმელები გაუყდავი დაგვრჩა.“
თანრივერდი გიასოვი მარნეულის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონეა. ამბობს, რომ რაც ვერ გაყიდა სახლში წაიღო. გიასოვმა თქვა, რომ ახალი ტანსაცმლის მოსატანად ბანკიდან კრეტიდის აღება მოუწევს.
„ჩვენ ისე დავზარალდით, რომ მოვკდით. ყვლა ზამთრის ტანსაცმელი ასე დარჩა. ახლა კრედიტი უნდა ავიღოთ ბანკიდან. სხვა რა გზა გვაქვს? ვალს ვერ ვიღებთ ვერავისგან. ახალი ტანსაცმელები გამოვა თუ არა ეგეც არ ვიცით. მოგვიწევს საქონლის ყიდვა. კლიენტებიც ცოტაა. ბაზარი დახურულია და ამიტომ არ მოდის ხალხი. ახლა რაც გვაქვს დიდი ხანის წინ ჩამოვიტანეთ. ფასებიც ძალიან გაძვირდა“ - ამბობს თანრივერდი გიასოვი
კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოში ტანსაცმლის მაღაზიები და მოლები 19 მარტიდან დაიხურა. მუშაობა პირველ ივნისს რეკომენდაციების დაცვის ვალდებულებით განახლდა.
წყარო; რადიო მარნეული
#ტანსაცმლისმაღაზიები
#მარნეული
#Covid
-19
#marneulidaily
#ახალიამბები
#news