8 განსავითარებელი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

10
ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისია საკუთარი თავის აღმოჩენა და განვითარებისკენ სწრაფვაა. რთულ მაგრამ საინტერესო გზაზე ბევრ ჩვენგან ხანდახან ფოკუსის გასწორება უჭირს და იკარგება, ბუნებრიბი და ადამიანურიცაა დაბნევა, რადგან ყოველდღიურობა პირდაპირ პასუხებს არასდროს გვაძლევს. გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც დაგეხმარებათ განვითარებაში, სხვადასხვა საკითხებს სხვა რაკურსით დაგანახებთ და პოზიტიურად იმოქმედებს თვითძიების პროცესზე:

იკიგაი 

ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი
იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!
შეგიძლიათ შეიძინოთ: Extra.ge, Veli Store

როგორ მივიღოთ გამოწვევები

ანა ბარნსი
იმისთვის, რომ გამოწვევების მიღება შეგეძლოს, აუცილებელი არ არის, თვითგანვითარების ექსპერტი იყო. ცხოვრების სტილის მცირე შეცვლითა და პოზიტიური აზროვნებით ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდები. ამ წიგნში მარტივი რჩევებია, რომლებიც შთაგაგონებს და გაგამხნევებს. ისინი დაგეხმარება შინაგანი სიმტკიცის ჩამოყალიბებასა და რთული სიტუაციებიდან მარტივად გამოსვლაში.
შეგიძლიათ შეიძინოთ: Extra.ge, Veli Store

ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

მარკ მენსონი
"მარკ მენსონის წიგნი "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" შემთხვევით აღმოვაჩინე. 2018 წლის დასაწყისი იყო. უბრალოდ, გუგლში ჩავწერე ყველაზე პოპულარული წიგნები. ეს წიგნი ათეულში შედიოდა. ჩემი ყურადღება სათაურმა მიიქცია. წიგნის შეძენამდე სარჩევს გადავავლე თვალი. წიგნი ხუთ დღეში წავიკითხე. საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, ეგზისტენციურ კრიზისს რომ ეძახიან. წიგნში წაკითხული თითოეული წინადადება იმდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო, რომ ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებდი. ეს არის წიგნი ცხოვრების შესახებ, დაწერილი ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მიერ, რომელსაც არც სადოქტორო აქვს დაცული და არც ძეგლი უდგას სადმე. უბრალოდ, ადგა, ძალიან ბევრი იფიქრა, იწვალა და არასრულფასოვნების კომპლექსიც დაძლია. შემდეგ გადაწყვიტა, თავისი ცხოვრებისეული მიგნებებითა და გამოცდილებით მილიონობით ადამიანს დახმარებოდა და ეს წიგნი დაწერა. ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოუვიდა. ორმაგად სასიხარულოა, რომ მენსონის წიგნი ქართულად ითარგმნა "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში და ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა." - დავით ახალაძე
შეგიძლიათ შეიძინოთ: Extra.ge

იაზროვნე მარტივად

რიჩარდ გერვერი
წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ანა ნემსიწვერიძემ. მოსაზრება, რომ წარმატება რთული ფენომენია და მას მხოლოდ ერთეულები – სუპერადამიანები აღწევენ, გადაჭარბებულია. ეს წიგნი აზროვნების სიმარტივის თავისებურებებზე მოგვითხრობს და სირთულეების მარტივად დაძლევის წესებს გვასწავლის. „იარზოვნე მარტივად“ მსოფლიოში აღიარებული სპიკერის რიჩარდ გერვერის ნაშრომია. მარტივად გასაგებად მოთხრობილი პირადი თუ სხვათა გამოცდილებები, საქმიანი, კვალიფიციური რჩევები და რეკომენდაციები და, რაც მთავარია, აზროვნების მეტად თავისებური, ორიგინალური ფორმა წიგნს ნამდვილად საინტერესოს ხდის. წიგნიდან გაიგებთ, როგორ იცხოვროთ ენთუზიაზმით და იმოქმედოთ დამაჯერებლად; ირწმუნოთ საკუთარი იდეების პერსპექტიულობის, თუნდაც ის სხვამ არ მოგიწონოთ; გადაახალისოთ თქვენი აზროვნება, ჩვევები და ქმედებები; მოიშოროთ მძიმე ტვირთი, რომელიც ხელს გიშლით წინსვლაში. „იაზროვნე მარტივად“ დაგეხმარებათ, სირთულეების გამარტივების გზების პოვნაში, რათა შეძლოთ, გახდეთ ლიდერი.
შეგიძლიათ შეიძინოთ: Extra.ge, Veli Store

საკუთარი თავის მართვა

კლეიტონ კრისტენსენი
საკუთარი თავის მართვის შესახებ თუ სხვა არაფერს წაიკითხავთ, გაეცანით ამ 10 ნაშრომს ექსპერტებისგან. თქვენთვის ჰარვარდ ბიზნეს რევიუს არქივის ასეულობით სტატიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შევარჩიეთ, რესურსების მაქსიმალურად გამოსაყენებლად. HBR — ის 10 საუკეთესო საკითხავი საკუთარი თავის მართვაზე დაგეხმარებათ : 1. გაითვალისწინოთ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები 2. მიიღოთ გულწრფელი უკუკავშირი 3. აღიდგინოთ ფიზიკური და გონებრივი ენერგია 4. შეინარჩუნოთ წონასწორობა საკუთარ თავს, სამუშაოს, პირად ცხოვრებასა და სოციუმს შორის 5. გასცეთ დადებითი ენერგია თქვენს ორგანიზაციაში 6. დაძლიოთ სირთულეები 7. მოახდინოთ დელეგირება და განავითაროთ თანამშრომლების ინიციატივები

შეჭამე ბაყაყი

ბრაიან თრეისი
როდესაც რაიმე უსიამოვნო, აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი, ჩვენ ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ საქმეს და ამ დროს უბრალოდ დროს ვკარგავთ; ემოციური დისკომფორტი და დაუსრულებელი საქმე კი გადაუჭრელ ამოცანად რჩება და სულ უფრო იზრდება. სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის იარაღად იქცა ბრაიან თრეისის ბესტსელერი „შეჭამე ბაყაყი“, რომელშიც ეფექტიანიმართვისათვის საჭირო პრაქტიკული რჩევებს ამოიკითხავთ. ბრაიან თრეისი გაყიდვების გურუ! პროფესიონალი სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტია. მან დააფუძნა კომპანია Brian Tracy International, რომელიც სოლანა-ბიჩზე, კალიფორნიაშია. ბრაიან თრეისი წლის განმავლობაში ტრენინგს უტარებს 250 000-ზე მეტ ადამიანს, პერსონალური და პროფესიონალური განვითარების კუთხით. ის ავტორია ისეთი ბესტსელერი წიგნებისა, როგორიცაა „გახდი გაყიდვების ვარსკვლავი“, „ბიზნესწარმატების 100 დაუწერელი კანონი“ და „მაქსიმალური მიღწევა, მიზნები!“.
შეგიძლიათ შეიძინოთ: Extra.ge

ცნობიერება და ცივილიზაცია

მერაბ მამარდაშვილი
„ცნობიერება და ცივილიზაცია“ – წარმოადგენს მერაბ მამარდაშვილის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ნაკრებს, რომელშიც თემატურად არის დალაგებული ავტორის ნააზრევი („კონკრეტული და ცოცხალი შეგრძნება“) აღნიშნული საკითხისადმი. წიგნი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეთმობა იმას, რასაც ავტორი აღწერადს, ანუ ნორმალურ სიტუაციებს უწოდებს და მეორე, აღუწერად, ანუ აღწერას (პრინციპულად განუსაზღვრელ) დაუქვემდებარებელ სიტუაციებს უწოდებს. პრინციპს, რომელიც ამ ორი სახის სიტუაციებს აწესრიგებს, ავტორი სამი „K“-ს – კარტეზიუსის (დეკარტეს), კანტისა და კაფკას – პრინციპს უწოდებს. „პირველი „K“ (დეკარტე) – სამყაროში ადგილი აქვს და ხდება ერთგვარი უმარტივესი და უშუალოდ ცხადი მყოფობა „მე ვარ“. ის, ეჭვქვეშ აყენებს რა სხვა დანარჩენს, არა მხოლოდ ავლენს სამყაროში მიმდინარე მოვლენების (მათ შორის ცოდნაში) განსაზღვრულ დამოკიდებულებას ადამიანის საკუთარი მოქმედებებისგან, არამედ აბსოლუტური სანდოობისა და სიცხადის საწყის წერტილს წარმოადგენს ნებისმიერი განაზრებადი ცოდნისთვის. ამ აზრით ადამიანი – არსებაა, რომელსაც ძალუძს თქვას „მე ვაზროვნებ, მე ვარსებობ, მე ძალმიძს“ – და არის კიდეც სამყაროს შესაძლებლობა და პირობა, რომლის გაგებაც მას შეუძლია, რომელშიც ძალუძს ადამიანურად მოქმედება, რაღაცაზე პასუხისგება და რაღაცის ცოდნა. შესაბამისად, სამყარო შექმნილია (თავისი ჩამოყალიბების კანონის აზრით), ახლა კი შენი ჯერია. რადგან იქმნება ისეთი სამყარო, რომელიც შენ ძალგიძს შეგეძლოს, როგორიც არ უნდა იყოს ბუნების ხილული წინააღმდეგ-აუცილებლობანი, სტიქიურ-ბუნებრივი იძულებანი და ვითარებები.“ „მეორე „K“ (კანტი) – სამყაროს მოწყობაში არის განსაკუთრებული ინტელიგიბელური (გონებით საწვდომი) ობიექტები (განზომილებები), რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ უშუალოდ, გამოცდილებით კონსტატირებად, თუმცა, შემდგომ დაუნაწევრებად ხატებს მთლიანობებისა, ერთგვარ ჩანაფიქრებს, ან პროექტებს განვითარებისა. ამ პრინციპის ძალა იმაშია, რომ ის მიგვანიშნებს პირობებზე, რომელთა არსებობისას დროსა და სივრცეში სასრულ არსებას (მაგალითად, ადამიანს) ძალუძს გააზრებულად განახორციელოს ცდისეული შემეცნების, მორალური მოქმედებების, შეფასების აქტები, მიიღოს კმაყოფილება ძიებით და ა.შ. სხვაგვარად ხომ არაფერს ექნებოდა აზრი – წინ (და უკანაც) უსასრულობაა. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ სამყაროში ხდება რეალიზება პირობებისა, რომელთა დროს აღნიშნულ აქტებს საერთოდ აქვთ აზრი (ყოველთვის ლოკალური და დისკრეტული), ანუ დაშვებულია, რომ სამყარო შესაძლოა ისეთიც ყოფილიყო, რომ ისინი უაზროდ ქცეულიყვნენ.“ „მესამე „K“ (კაფკა) – იმავე გარეშე ნიშნებისა და საგნური ნომინაციებისას და მათი ნატურალური რეფერენტების (საგნურ შესაბამისობათა) დაკვირვებადობის პირობებში არ სრულდება ის ყველაფერი, რაც ორი ზემოაღნიშნული პრინციპითაა დასმული. ეს არის ზოგადი K-პრინციპის განხორციელების გადაგვარებული, ანუ რეგრესიული ვარიანტი – „ზომბი“-სიტუაციები, სავსებით ადამიანის მსგავსი, მაგრამ სინამდვილეში მიღმურნი ადამიანისთვის, რომლებიც მხოლოდ იმიტირებას ახდენენ იმისა, რაც სინამდვილეში მკვდარია. მათ პროდუქტს, განსხვავებით Homo sapiens-ის, ანუ სიკეთისა და ბოროტების მცოდნისგან, წარმოადგენს „უცნაური ადამიანი“, „ადამიანი აღუწერადი“.“ წიგნის მეორე ნაწილის ძირითადი თავებია: „ფილოსოფია – ეს არის ცნობიერება გასაგონად“, „სინამდვილის ფილოსოფია“, „ჩემი გამოცდილება არატიპიურია“, „ეშმაკი თამაშობს ჩვენით, როდესაც ზუსტად არ ვაზროვნებთ“, „სხვა ზეცა“, „აზრი კულტურაში“, „სამოქალაქო საზოგადოება“, „თავისუფალი აზროვნება“. ასევე, მკითხველი წიგნში არაერთ ადგილს შეხვდება, სადაც მკაფიოდ ჩანს მერაბ მამარდაშვილის ქართული, ღრმად ქართული პოზიცია.
შეგიძლიათ შეიძინოთ: Extra.ge, Veli Store 

როგორ განვავითაროთ მეხსიერება

მარკუს ლი
ამ წიგნში მოცემულია მეხსიერების ყველაზე ეფექტიანი სავარჯიშოები, რომლებითაც სპეცსამსახურები სარგებლობენ. ამ სავარჯიშოების მეშვეობით თქვენ შეძლებთ მეხსიერების საგრძნობლად გაუმჯობესებას, რაც, უთუოდ, სასარგებლო იქნება სწავლაშიც, მუშაობაშიც, და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.
შეგიძლიათ შეიძინოთ: Extra.ge
10