8 იანვარი

Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia7 Jan, 2022
12
მთვარის მეშვიდე დღე🌙🌙🌙პირველი ფაზა🌙🌙🌙

8 იანვარს დაბადებულები

8 იანვარს დაბადებულებს განგებამ რთული ცხოვრება მოუმზადა. მათ მოუწევთ მრავალი პრობლემის, განცდის გადალახვა, მოთმენა. იქნება ღალატიცა და დანაკარგიც. თავიანთ ყველაზე ცუდ დღეებში, შესაძლოა, მხარდაჭერისა და გაგების გარეშე დარჩნენ. მაგრამ მათი სიმტკიცისა და ნებისყოფის, მიზანსწრაფულობისა და უდრეკობის წყალობით, გარდამტეხი მომენტი და ცვლილებები დადგება. ადრეული ქორწინება მათ ბედნიერებას არ მოუტანს, ფინანსურ სტაბილურობას, უმეტესად, მხოლოდ მოწიფულობაში აღწევენ. ბედნიერი იქნებიან, თუ ოჯახს გვიან შექმნიან.
ამ ადამიანებს გარშემომყოფებზე ზემოქმედება აქვთ დაბედებული. აუცილებლად ავტორიტეტის მქონე ან გამოჩენილი ადამიანები არიან, საჯარო პირები ან საზოგადოების ყურადღების მაძიებელნი, თუმცა მათთან ნებისმიერი კონტაქტი ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს - ისინი თვითმყოფადი ადამიანები არიან, სხვებს არ ჰგვანან. მათ არ სჩვევიათ აბსტრაქტული აზროვნება, მაგრამ ყოველთვის დარწმუნებული არიან თავიანთ გამონათქვამებში, მათ მნიშვნელობაში. ხშირად ამ დღეს დაბადებულებს სცენა ხიბლავთ, ამიტომ მათი კარიერა ამ კუთხით შეიძლება ფეერიული იყოს.
შორიდან შეიძლება მიუწვდომელ, დიდი შესაძლებლობების მქონე გამოჩენილ ადამიანებად ადამიანად აღიქვან, მაგრამ თავად ადვილად პოულობენ საერთოს სხვადასხვა ადამიანთან და ნებისმიერ პირობებში კომფორტულად გრძნობენ თავს. 8 იანვარს დაბადებულები მზად არიან, ყველაფერში შეიტანონ ეჭვი, საზოგადოებრივი ცხოვრების დოგმებშიც კი, თუმცა ეს პროტესტი ან საზოგადოდ მიღებული ნორმების უპატივცემულობა არ არის. უბრალოდ, მათ დასაბუთებული დასკვნა გამოაქვთ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც მანამდე გარშემომყოფთა კვლევის საგანი არ ყოფილა. თუმცა, 8 იანვარს დაბადებულ ბევრ ადამიანს არ შეუძლია იტრაბახოს გამორჩეული ნიჭით, მაგრამ ყველა მაქსიმალურად იყენებს თავის შესაძლებლობებს.

8 იანვარს დაბადებულები :

ამერიკელი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი.
“ყოველი სესიის დაწყების წინ, მე მცირე დროით ვჩერდები, რათა გავიხსენო, რომ მეც ადამიანი ვარ.არ არის არაფერი, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, რასაც მე, როგორც ადამიანი, არ გავიზიარებ.არ არსებობს ისეთი შიში, რომელსაც მე ვერ გავიგებ.არ არსებობს ტანჯვა, რომლის მიმართაც მე შემიძლია უგრძნობი დავრჩე – ეს ჩემს ადამიანურ ბუნებაში დევს.როგორი ღრმაც არ უნდა იყოს ამ ადამიანის ტრავმა – ამის გამო ჩემი არ უნდა შერცხვეს. მეც დაუცველი ვარ ტრავმის წინაშე. ამიტომ მე ვარ საკმარისი.რაც არ უნდა გადაიტანოს ამ ადამიანმა – არ არის აუცილებელი, მარტო დარჩეს მასთან. აი, აქედან იწყება გამოჯანმრთელება.“
ქართველი ქირურგი ეგნატე ფიფია.
ამერიკელი მომღერალი ელვის პრესლი

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს აბო თბილელის ხსენების დღეს :

აბო თბილელი იყო ქრისტიანობისათვის წამებული არაბი. ნერსე II ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო. ნერსესთან ერთად ქართლში დაბრუნებულ აბოს არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობის დაბრუნება. აბომ უარი განაცხადა. ამის გამო თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მიჩნეული იყო თბილისის მფარველად. აბოს მოწამეობა აღწერა VIII საუკუნეში იოანე საბანისძემ. 

დღის საკითხავი :

დღის რეცეპტი :

შემადგენლობა: 600 გრ ჩირი: ქიშმიში, ლეღვი, კარობო, 5 დაფნის ფოთოლი, 60% სპირტიანი არაყი. 
მომზადება: 600 გრამი სხვადასხვა დელიკატესები: ქიშმიში, ლეღვი და კარობო თანაბარი პროპორციით და დაასხით ხუთი დაფნის ფოთოლი ძლიერი არაყით (55%-ზე მეტი) ალკოჰოლის ან საყოფაცხოვრებო დისტილატისგან. დახურეთ მჭიდროდ და დატოვეთ ქილაში თბილ და ჩაკეტილ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით ნაყენი და გაფილტრეთ. ჩაასხით მჭიდროდ დახურულ ბოთლებში და გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას ექვსი თვის განმავლობაში.ეს ნაყენი ამაგრებს ორგანიზმს, კარგად მოქმედებს გულზე და ეხმარება ყელის ტკივილთან ბრძოლაში.
ბედნიერ უქმეებს გისურვებთ💖🌟🌟
Byკალენდარი ფიდსზე | Calendar on FeedcGeorgia7 Jan, 2022
12