8 წლის აუტისტი გოგონა სიტყვების მნიშვნელობას გვიხსნის-როგორ ხედავენ ისინი ცხოვრებას✨❤️

Bysofia telauridzeGeorgia8 Jan, 2022
10
ქარიშხალი - ჭკუიდან შეშლილი ქარი.
სიცილი - სევდიანი სულის ექიმი.
ზღაპარი - სულისგან გამოგონილი ცხოვრება, სადაც რეალურობა ზედმეტია.
ღამე - შავი ქოლგა ვარსკვლავებით.
ქარი-ჰაერი რომელსაც არ უყვარს მოსვენება
ცხოვრება - ღვთის წყალობა მის მიერ შექმნილ სამყაროში.
ბავშვობა - ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში
ნაცნობობა - სხვადასხვა სამყაროს შეხვედრა.
იმპროვიზაცია - წარმოსახვითი თამაში სიტყვებით, ხმებით, ფერებით... იმისათვის, რომ უცებ გამოვიდეს რაღაც ახალი.
წიგნი - ნივთი, რომელშიც შეიძლება შევინახოთ ცოდნა და ადამიანების გრძნობები.
მუზეუმი - დაკონსერვებული დრო.
სიბრძნე - ზღვარი ცოტასა და ბევრს შორის.
აზრი - სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა.
გადალახვა - სულის ძალისხმევა, რომლის შედეგადაც გონება და სხეული ყველანაირ დაბრკოლებას დაძლევს.
ჩიტი - ღმერთის განსხეულებული აზრი სიმღერასა და ფრენაზე.
ძაღლი - ერთგულებისა და მორჩილების მყეფარე განსახიერება.
რომანტიკა - განწყობა, როცა ჩვეულებრივში საოცრებას ხედავ.
Bysofia telauridzeGeorgia8 Jan, 2022
10