დაპირისპირება "პატრიოტთა ალიანსსა" და სამოქალაქო აქტივისტებს შორის (ვიდეო)

Kutaisipost

ქუთაისში, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას დაპირისპირება მოჰყვა. სამოქალაქო აქტვისტებს, რომლებმაც პარტია პრორუსულ ორიენტაციაში დაადანაშაულეს და მის მხარდამჭერებს სიმბოლურად რუსული სამზარეულოს კერძი, ბორში დაახვედრეს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო აქტივისტები ალიანსის წარმომადგენლებს, როლებიც ცენტრალურ მოედანზე მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გეგმევდნენ, ბორშით და პუტინის გამოსახულებიანი პლაკატებით დახვდნენ, რამაც პარტიის მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია. "თქვენ არ ხართ მომავალი თაობა" , – ასე უპასუხეს ალიანსის წევრებმა სამოქალაქო აქტივისტებს. "გვიკითხავენ მორალს, რომ რუსეთთან დათმობაზე უნდა წავიდეთ. სინამდვილეში ისენი არიან რუსული ალიანსი და რუსული ოცნება. მათ კი საქართველოში მომავალი არ უწერია", - განაცხადეს სამოქალაქო აქტივისტები "თქვენ არ ხართ მომავალი თაობა" , – ასე უპასუხეს ალიანსის წევრებმა სამოქალაქო აქტივისტებს. "პატრიოტთა ალიანსი" დღეს იმერეთის მასშტაბით მაჟორიტარობსი კანდიდატებს წარადგენს. http://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/18411-dapirispireba-patriottha-alianssa-da-samoqalaqo-aqtivistebs-shoris-video-