ისრაელში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

Tbilisi Daily

ისრაელის პარლამენტი (ქნესეთი) დაშლილად გამოცხადდა და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. ამის შესახებ BBC იუწყება.  პარლამენტი დაშლილად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც დეპუტატებმა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ვერ შეათანხმა. რიგგარეშე არჩევნები 23 მარტს უნდა გაიმართოს. „მოვუწოდებ ყველას, რომ არ მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია და საარჩევნო კამპანია ორგანიზებულად და ძალადობის გარეშე ჩატარდეს“ - განაცხადა ქნესეთის სპიკერმა იარივ ლევინმა.