აშშ-ში COVID-19-ით იმაზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142479 აშშ-ში კორონავირუსის შედეგად იმაზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს. ეროვნული არქივის მონაცემებით, 20-წლიანი ომის განმავლობაში 58 220 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. COVID-19-ით კი ამერიკაში უკვე 58 365 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კორონავირუსი მსოფლიოში სწარაფად გავრცელდა. 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 200 ათასზე მეტი გარდაიცვალა. აშშ-ში ვირუსის უკვე მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. "ონ.ჯი"