გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდ

Tbilisi Daily

გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11,287 ადამიანს დაუდგინეს, 30 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 392,049 შემთხვევა გამოვლინდა, 9,905 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.