ნავის ჩაძირვამ 20 მიგრანტი იმსხვერპლა

Tbilisi Daily

ტუნისის სანაპიროსთან ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. კატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Reuters იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას და იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე მოხვედრას ცდილობდნენ. საერთო ჯამში ნავში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ტუნისის სანაპირო დაცვამ 5 მიგრანტის გადარჩენა შეძლო. დანარჩენები უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლიბიიდან ტუნისში 1,5 ათასზე მეტი მიგრანტი გადავიდა. ადამიანები ლიბიიდან იქ მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო გარბიან. მათი ნაწილი სხვადასხვა გზებით შემდეგ ევროპაში ჩასვლას ცდილობს.