საჩხერეში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარედგინა
Tbilisi Daily
საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის, მე-2 ნაწილით ედება, რაც წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.
ადვოკატი ავთანდილ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ვარაუდობს, რომ მისი დაკავება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო დღეს გაიმართება.
სხდომა დახურული ონლაინრეჟიმში იქნება. გამოიყენებს თუ არა დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას სასამართლოს მიხედვით გადაწყდება.