მესტიაში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო
Tbilisi Daily
მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განუცხადა, PCR კვლევა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან და კოვიდის გამოხატული ნიშნები აქვთ.
„კოროანვირუსზე ტესტირება ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალსაც, გუშინ ვისაც ჩაუტარდა ტესტი, საბედნიეროდ, ყველა პასუხი უარყოფითია“,- განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის დაიწყება მესტიის მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირება.
#ახალიამბები