161-ე სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

თბილისის 161-ე სკოლა მასწავლებლის ინფიცირების გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადადის. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ხუთშაბათს შეუძლოდ გახდა, კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში არიან. სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.