ქობულეთის #6 საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთის #6 საჯარო სკოლა კორონავირუსისგამო დროებით დაიხურა. რესურსენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე აცხადებს, რომკორონავირუსიდღეს სკოლის მაღალი კლასისპედაგოგს დაუდასტურდა. პედაგოგის ინფიცირების წყარო ოჯახია. რის გამოც სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციისთანახმად, სკოლა ონლაინ სწავლებაზე ხვალიდან გადავა. ვინაიდან ვირუსის დადასტურების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მიიღეს, შესაბამისად სკოლაში სწავლისპროცესი დღეს მიმდინარეობს. ხვალ ყველა პედაგოგს და ტექნიკურ პერსონალს სრულად PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რომელიც სკოლაში არსებულ ეპიდვითარებას დაადგენს.სასწავლო პროცესის დასრულებისთანავეკი სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება. დირექტორის განმარტებით,დაახლოებით2 კვირის წინ სკოლის კიდევ ერთი პედაგოგს დაუდგინდა კორონავირუსიდა ის მკურნალობის კურსსკოვიდსასტუმროში გადის. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის გამო სულ 7 სკოლაა დროებით დახურული.