აქციის დროს გზაზე გაკეთებული წარწერის გამო მოსამართლემ აქტივისტს სიტყვიერი შენიშვნა მისცა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ქედელიძეადმინისტრაციულსამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა. მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 500 ლარიანი ჯარიმა არ დაეკისრა. სხდომა დღეს, 26 აპრილს გაიმართა. მზია ქედელიძეპოლიციამაჭარის მთავრობის სახლის წინ გაკეთებული წარწერისთვის - 'არ დავთმობთ ბულვარს' 500 ლარით დააჯარიმა. შემთხვევა 14 აპრილს მოხდა, როდესაც აქტივისტები ბულვარის დასაცავად აქციაზე შეიკრიბნენ. ქედელიძემ ეს ჯარიმა უკანონოდ მიიჩნია და გაასაჩივრა. ''ალტერნატივის'' წევრის თქმით, არ იცოდა გზაზე გაკეთებული წარწერით კანონს თუ არღვევდა. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა კანონი გააცნეს წარწერის გაკეთება შეწყვიტა. მზია ქედელიძემ მხოლოდ ორო ასო'არ' დაწერა.