ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა 5 მაისიდან ნებადართული იქნება
Mediamall
ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის. ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს ჩვენ გვაქვს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.