აჭარაში ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზეერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აჭარის რეგიონში ფლობდა ყავის საწარმოს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით კისხვისსასაქონლო ნიშანს იყენებდა.პროდუქციის დაფასოება და რეალიზაცია ერთ-ერთი ბრენდირებული ყავის სახელწოდების გამოყენებით ხდებოდა.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულიადიდი ოდენობით მზა პროდუქცია და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.