კიანარა

0
როცა კი კი გახდება და არას არა დაერქმევა იქნებ დალაგდეს ამ სამყაროს არეულ-დარეული განედები და რელიეფები. ფერ დაკარგული თანხმობა და კიდევ უფრო გაცრეცილი უარი სულერთიას რიგებს შეუერთდა. ფასი კიმაც დაკარგა და არამაც, არამც და არამც არ გვინდა ამის დაჯერება, თუმც ჭაობის ბლანტი მასა მხრებამდე ატორტმანდა. მხრებიდან ყელამდე მანძილი არც ისე დიდია. გაყალბებული კიანარა ერთნაირად გაუცხოვდა. გონებამ ტვინი მიატოვა და დადის ახლა თავღია და ანიავებს. რატომ არ გვინდა ყველაფერს დავარქვათ სახელი? რატომ არ აქვს ამბებს სათაურები? სულ1ა კის იტყვი თუ არას. 1 ფასი აქვს. კიანარა დაიკავეშენი ადგილი!!! სულელს უთხარი რომ სულელია, ჭკვიანი შეაქე, ლამაზიათვის გაიმეტე სიტყვაც . როცა არა გინდა არა თქვი და კის მიუჩინე თავის ადგილი კიანარა !!! თუ კიდაარა???
0