სოხუმის ადმინისტრაციის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
Sokhumi Daily
სოხუმის ადმინისტრაცია მოქალაქეების მიღებას დროებით აჩერებს, რადგან შენობაში ნაწილობრივი კარანტინი გამოცხადდა. ამის მიზეზი, ადმინისტრაციის თანამშრომლის covid-19-ით ინფიცირება გახდა.
”ეკონომიკურ განყოფილებაში კარანტინი გამოცხადდა, რადგან თანამშრომელს ინფექცია დაუდასტურდა. ამ ეტაპზე მოქალაქეების მიღება შეჩერებულია. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის აღმოჩენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა დღეს აფხაზეთში 134-ს აღწევს. აქედან 38 გამოჯანმრთელდა და სამი პაციენტი გარდაიცვალა."
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სოხუმი
#აფხაზეთი
#კორონავირუსი
#ინფექცია
#sokhumidaily