რა კეთდება გორში?

Gori Daily

გორში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობა სრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები. სისტემა ქალაქში არსებულ მწვანე სივრცეების გასარწყავიანებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 477 627 ლარია. სარწყავი სისტემა მოემსახურება ახალბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერებს, სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ გამწვანების ზოლებს. სისტემის საშუალებით წყლით მომარაგდება ქალაქში არსებული შადრევნებიც (სტალინის ბაღი, თეატრის სკვერი, ახალბაღი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, შიოს წყაროსთან). პროექტი ითვალისწინებს მაგისტრალური ქსელის მოწყობასა და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #საქართველო #სიახლე #goridaily #ახალიამბები