ტურიზმის გახსნის გეგმა და რეკომენდაციები
Tbilisi Daily
პირველი ივნისიდან, ღია ტიპის რესტორნებით სარგებლობას მომხმარებლები, მხოლოდ წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში შეძლებენ. ჯანდაცვის სამინსტროს რეკომენდაციის თანახმად, იზღუდება ერთ მაგიდასთან 6 ზე მეტი ადამიანის განთავსება,მაგიდებს შორის დაშორება კი მინიმუმ, ორ მეტრი უნდა იყოს.
აუცილებელია პირბადის გამოყენება სასტუმროს მიმღებში, სავალდებულოა მომხმარებლებისა და პერსონალის თერმოსკრინინგი. შიდა ტერიტორია კი, დღეში 2-ჯერ ან სამჯერ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.სასტუმროების მენეჯერებმა ახალი მოთხოვნების შესასრულებლად, სამზადისი უკვე დაიწყეს.
რეკომენდაციები ეხება ტურ ოპერატორებს და გიდებს. იცვლება ავტომობილში ტურისტების განთავსების წესი და ადამიანების რიცხვი. აუცილებელი ხდება პირბადის გამოყენება
კორონავირუსის გავცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინსტრომ შეიმუშავა.სამუშაო პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც იყო ჩართული. რეკომენდაციები მსოფლიო სტანდარტების სრული დაცვით და გათვალისწინებით შემუშავდა. რამდენად დაიცავენ ობიექტები მითითებებს, ამას შრომის ინსპექცია გაააკონტროლებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ნორმების გათვალისწინება მოუწევთ ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს. ჯანდაცვის სამინისტრო აეროპორტებისთვის დამატებით რეკომენდაციებს, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.
news
ტურიზმი რეკომენდაციები რეგულაციები
TbilisiDaily