იმერეთის რეგიონში 158 ადამიანს COVID-19 არ დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 158 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა. გიორგიძის ინფორმაციით
ანალიზები იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან, საკარანტინე სივრცეებიდან და ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებიდან იყო.
კოვიდ 19 არცერთს არ დაუდასტურდა.
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 6 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ექვსივე პასუხი უარყოფითია. გასული 24 სთ მანძილზე სტაციონარს 1 პაციენტმა მიმართა. მას ანალიზს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.