კიევი „ბორშჩის ომში“ გამარჯვებას ზეიმობს იუნესკოს გადაწყვეტილების შემდეგ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კიევი მიესალმა 1 ივლისს იუნესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ კომბოსტოს წვნიანი - ბორშჩი, რომელზეც რუსეთსაც აქვს პრეტენზია, რომ მისი ეროვნული კერძია, აღიარებულ იქნეს უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობად. „ბორშჩის ომში გამარჯვება ჩვენ გვეკუთვნის,“ განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა, ოლექსანდრ ტკაჩენკომ Telegram-ით. მინისტრი დასძენს, რომ „უკრაინა გაიმარჯვებს ორივე ომში, ბორშჩის ომშიც და ამ ომშიც,“ თქვა მან და იგულისხმა რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე შეეჭრა. ბორშჩი განსაკუთრებით, აღმოსავლეთ და შუა ევროპაში, ასევე მის გარეთ, გავრცელებული, კომბოსტოსა და ჭარხლის წვნიანია. ეს სიტყვა, ერთ-ერთი ვერსიით, მოდის დიყის (ლათ. Heracleum) სლავურ ენებში გავრცელებული დასახელებიდან. https://www.radiotavisupleba.ge/a/31924627.html

Source: radiotavisupleba.ge