მამუკა მდინარაძე: ოჯახურ ძალადობაზე ჩვენი პოლიტიკა ლოიალური ვერ იქნება

Tbilisi Daily

რაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს. „ამ წინადადებას ფრაქცია „ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის თანხმობა არ ექნება პირდაპირ გეუბნებით აქვე, გადაჭრით. პოლიტიკა ოჯახში ძალადობის მიმართ ვერ იქნება ლოიალური. შეგვიძლია მივუთითოთ სამართალდამცველებს, თუ მსგავსი შეცდომები ხდება პრაქტიკაში და ვიღაცის დაბრალების გამო შეიძლება ადამიანი ციხეში მოხვდეს, ეს ძალიან ცუდია და გასასწორებელი იქნება. ოჯახის ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენი მიმართულება არ შეიცვლება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს. პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.