საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 223 ადამიანს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5028 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537 პირი. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ინფორმაციისთვის, 593 ადამიანიდან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. #კორონავირუსი #პანდემია #გამოჯანმრთელებული #tbilisidaily