თაკო ჩარკვიანი: გიორგი ვაშაძის პარლამენტში შესვლა, პირველ რიგში ჩემი ღალატი იქნება

Tbilisi Daily

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ისინი პოზიციას არ იცვლიან და პარლამენტში შესვლას კვლავ არ აპირებენ. „ჩვენ დოკუმენტის სახით გამოვაქვეყნებთ რაზე მოდის მმართველი გუნდი და რაზე არა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ აღმოჩნდება პარლამენტში“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, როგორც ადრე ასევე ახლაც მიაჩნია, რომ თუ კი გიორგი ვაშაძე პარლამენტში შევა ეს პირველ რიგში მისი ღალატი იქნება. „გიორგი ვაშაძე ძალიან კარგად მოაზროვნე პოლიტიკოსია. თუ კი შევთანხმდით, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ პარლამენტში როგორღა უნდა შევიდეთ?“, - დასძინა თაკო ჩარკვიანმა სატელევიზიო ეთერში.