თურქმენეთის დედაქალაქს წყალი შეეზღუდა, პრეზიდენტი კასპიის ზღვას განიხილავს მიწოდების წყაროდ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშხაბადის მაცხოვრებლების თქმით, ბოლო დღეებში ქალაქს წყალი შეზღუდულად მიეწოდება, თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუხამედოვი გამოდის წინადადებით დედაქალაქისთვის კასპიის ზღვიდან შეიქმნას გაწმენდილი წყლის მიწოდების სისტემა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტების ცნობით, 9 ივნისს აშხაბადს სრულად შეუწყდა წყლის მიწოდება, და ის მხოლოდ საღამოს 6 საათიდან აღდგა. შემდეგ წყალი ისევ შეწყდა და მეორე დილით, 10 ივნისს, მხოლოდ რამდენიმე საათით წამოვიდა.
ქალაქის მესვეურებს მაცხოვრებლები არც წყლის მიწოდების შესახებ გაუფრთხილებიათ და არც ვითარების შესახებ მიუწოდებიათ ახსნა-განმარტება.
სასმელი წყლის საკითხი ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა შუა აზიის ამ ძლიერად იზოლირებული სახელმწიფოსთვის, ზაფხულობით ხშირია წყლის შეზღუდვით მიწოდება.
8 ივნისს ბერდიმუხამედოვი გამოვიდა წინადადებით კასპიის ზღვაში შეიქმნას სისტემა, რომელიც გაწმენდილ წყალს მილსადენით მიაწვდის აშხაბადს.
ვითარება კიდევ უფრო მძიმეა შორეულ რეგიონებში, სადაც ზაფხულობით ტემპერატურა ზოგჯერ აჭარბებს 50 გრადუსს ცელსიუსით - ზოგ ადგილას სასმელი წყალი დილით მხოლოდ ერთი საათით და საღამოობით ორ საათზე ნაკლები დროით არის ხელმისაწვდომი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31892436.html
Source: radiotavisupleba.ge