უსკოს 3 ახალი წევრი აირჩიეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებად 5 წლის ვადით ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა და ნოდარ მელაძე აირჩიეს. აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. წარდგენილ კანდიდატებსდეპუტატების სრულის შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდათ. უმაღლესი საარჩევნო კომიისიის სამ ვაკანტურ პოზიციაზე 6 კანდიდატი იყო წარდგენილი. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეარჩია.