სროლას მსხვერპლი მოჰყვა

Tbilisi Daily

რუსეთის ფედერაციულ სუბიექტში, ინგუშეთში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ნაზრანის ცენტრში მოხდა. შედეგად 1 პოლიციელი და 3 ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა, კიდევ 7 ადამიანი კი დაიჭრა. მომხდარის მიზეზი მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული დავა გახდა. სხვა დეტალები უცნობია.