ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძეს: 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ
Tbilisi Daily


პოლიტიკა
imedi / 28 დეკემბერი 2020, 12:28/ სანდო წყარო
ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძეს: 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ

ირაკლი ოქრუაშვილი
ფოტო: IMEDI
მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი „ლელოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და გალექსილ პოსტში მას სიმხდალეში სდებს ბრალს.
„მამუკა ხაზარაძეს:
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი."
2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ,"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
გუშინ მამუკა ხაზარაძემ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.