მთავრობამ დაგვიანებით, არაადეკვატური და მავნებლური გეგმა წარმოადგინა - ბოკერია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142198 მთავრობამ დაგვიანებით, არაადეკვატური და მავნებლური გეგმა წარმოადგინა - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს ერთ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა, რითაც მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას გამოეხმაურა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, ასევე მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის წნეხის შემცირება. „პირდაპირი დახმარება არის გაუგებარი, არასწორი, არასაკმარისი კრიტერიუმებითა და მცირე, რადგან არ ხდება დერეგულირება და ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ, ვის რა მისცენ. თითქოს, მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიც არის და ყველა ვარიანტში მავნებლობაა. საპენსიო შენატანზე ანუ ფულზე, რომელიც ხალხს ეკუთვნის და თავად შეიტანა, ისევ უარს ეუბნებიან, რომ შანსი ჰქონდეთ, ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ და ამ გადასახადს არც კი აჩერებენ. სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი დაგვიანებით, ასეთი არაადეკვატური და მავნებლური გეგმა წარმოადგინეს. „ევროპული საქართველო“ ვაპირებთ, გავაგრძელოთ წნეხი და სადღაც მაინც სწორი ნაბიჯები გადავადგმევინოთ, მაგალითად, საპენსიო ფულის დაბრუნებაზე და ეს კამპანია გაგრძელდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.