ვარდნა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
კორონავირუსის პანდემიამ, თითქმის ყველა სფეროს თავისი კვალი დაატყო. ერთ-ერთი პირველი, ყიდვა-გაყიდვის ოფისები და მშენებელი კომპანიები დაზარალდნენ. მართალია სამშენებლო სექტორი, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, კონკრეტული რეკომენდაციების დავცით მუშაობს, მოქალაქეების ნაწილმა ბინების ყიდვა გადაიფიქრა, რაც დეველოპერულ კომპანიებზე მნიშვნელოვნად აისახება. უძრავი ქონების ბაზარსა და სამშენებლო სექტორს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ბერკეტია კრიზისის დასაძლევად ალბათ კიდევ დრო დასჭირდება. არ არის გამორიცხული ბინების ყიდვის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდეს.